შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, ეფუძნება პრინციპს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და დემოკრატიის მტრებმა დემოკრატიული ინსტრუმენტები თავად დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად არ უნდა გამოიყენონ.
მისივე თქმით, ეს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოშიც.
„უახლოესი წარსულის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით ბრიუსელიდან ერთი კრიტიკული სიტყვაც არ მოგვისმენია. მოლდოვაში ორი პარტია აიკრძალა - ბრიუსელიდან ერთი სიტყვა არ მოგვისმენია. მეტიც, მოლდოვაში წელს, ივლისში, აიკრძალა ოთხი პარტია, რომლებიც ერთ-ერთი აკრძალული პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნიეს. შეგახსენებთ, ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შარშან, კანონში ცვლილების შეტანით დაამკვიდრა - მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი.
მაშინაც ვამბობდით, რომ ეს ნორმები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მეტიც, ისინი არა მხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენება, მათ შორის მოლდოვაში, სადაც რამდენიმე თვის წინ ოთხი პარტია აკრძალეს.
ხომ ამბობენ, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება? ამ მხრივაც გვისწრებენ. უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი ექვსი პარტია, მათ შორის მემკვიდრე პარტიად არის აკრძალული. ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ მოლდოვასა და უკრაინას დავეწიოთ. ეს ისე, იუმორით, თუმცა საქმე სერიოზულადაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, წლებია, ჯერ ხელისუფლებაში იყო პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდა, შემდეგ კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი ყველა დანაყოფით, ოპოზიციაში გააგრძელა კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალადობრივი გზით სცადა ხელისუფლების დამხობა.
„რა თქმა უნდა, ამის ტოლერირება რაღაც მომენტში უკვე დაუშვებელია, რადგან შეუძლებელია, ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყოთ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში. სახელმწიფოს, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებების შეჩერებას ცდილობს, პრევენციაც სჭირდება. ამიტომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეს პროცესი. კარგია, რომ სხდომები ჩაინიშნა.
ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს სხდომებია ჩანიშნული. ვნახოთ, რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას. ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის მხრივ. ესენი იქნებიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „სასამართლომ თუ თქვენი არგუმენტები გაიზიარა და ეს პარტიები აიკრძალა, ოპოზიციურ ფლანგზე ვინ დარჩება“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო პარტიების სიმცირეს არ უჩივის“
„არ მგონია, რომ ეს ის პარტიები იყვნენ, რომლებზეც თუნდაც ოპოზიციური ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. „აირაის“ კვლევამაც აჩვენა, რომ სწორედ ამ პარტიების მიმართ ნდობა და მათი რეიტინგი სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში, ნული პროცენტის გარშემოა. ასე რომ, მათ საკუთარი მხარდაჭერა დიდი ხანია, გაფლანგეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, დახიეს მანდატები, რომლებიც ხალხმა მიანიჭა და ხალხმა მათ ზურგი შეაქცია. ეს „აირაის“ ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომლის მიხედვითაც, ეს პარტიები ერთი პროცენტის გარშემო არიან.
ამ სარჩელში საუბარია პარტიებზე, რომლებიც თავიანთი არსით ანტიკონსტიტუციური არიან, ძალადობრივი გზით არაერთხელ ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ და ეს კვლევითაც დასტურდება. ასე რომ, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტებს თუ გაიზიარებს, ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება.
მოიგებენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამ კონკრეტული პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს და არა მხოლოდ ჩვენი მომხრეები, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ვინაიდან მართლაც, ოპოზიციური ფლანგისთვის შემაფერხებელი ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ოპოზიციური ამომრჩეველი, კრიტიკული ამომრჩეველი უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიის მოძებნას.
ის, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი ამ პარტიებზე არ დგას, „აირაის“ კვლევითაც დასტურდება. ამას თავად ამ პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს პარტიები შემაფერხებელი არიან იმისთვის, რომ თუნდაც გარკვეული კონსოლიდირება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...































