დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი დღეს აბსოლუტურად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არის არაფორმალური გავლენების ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით
ევროკავშირი რა ღირებულებების გარშემო იქმნებოდა ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს არის ევროპელი ხალხების ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის უზრუნველყოფა ევროპის კონტინენტზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს აბსოლუტურად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არის არაფორმალური გავლენების ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით.
„ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში საუბრობდა, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე არის დადასტურებული შეერთებული შტატების წარმომადგენლობის პალატის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამის დასკვნაში. ამ დასკვნაში პირდაპირ დასდეს ბრალი ევროკომისიას და იქ არსებულ სტრუქტურებს, რომ ისინი უხეშად ერევიან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ცდილობენ მანიპულირებას, არჩევნებში ჩარევას და ამით მათთვის სასარგებლო და საჭირო მოცემულობის შექმნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ აღიარებულ, დეკლარირებულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენდა.
ჩვენ როდესაც კონსტიტუციაში განვსაზღვრეთ შესაბამისი მუხლი და ევროინტეგრაციის პრიორიტეტი ჩავწერეთ საგარეო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, სწორედ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რაც იყო თავის დროზე ევროკავშირი. ჩვენთვის ევროკავშირის მხრიდან ასეთი უსამართლო, ორმაგ სტანდარტზე დაფუძნებული მიდგომა, არჩევნებში მსგავსი დოზით ჩარევა იყო წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო ამ ყველაფერს არ ემოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1771173866
ახალი ამბებიმარკო რუბიო: აშშ არ აყენებს ეჭვქვეშ ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე
აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომბრატისლავაშ...
1771171458
მსოფლიომარკო რუბიო: შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევები ყოველთვის იყო...
1771169110
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სამაშველო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ - მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებებ...
1771168373
ახალი ამბებიმეუფე შიო: გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში
„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწ...
1771166404
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...































