მარკო რუბიო: აშშ არ აყენებს ეჭვქვეშ ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე

 აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცხადია, ჩვენ ინფორმირებულები ვართ ანგარიშის შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ“, - აღნიშნა რუბიომ.

კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა აშშ აღნიშნულ განცხადებას, რუბიომ უპასუხა: „ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით“.

რუბიომ დასძინა, რომ აშშ ამ დასკვნებზე „არ დავობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771166404

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

პროკურატურა

1771165508

სპორტი

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშებაში მეორე მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნებმა“ წინა ტურში შვეიცარიას აჯობეს, ხოლო ამჯერად სტუმრად ნიდერლანდები ადვილად დაამარცხეს. საქართველო...

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს

1771163088

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ე.წ. აკადემიური წრე - ასეთი ტიპის ეთერებით მთავრობა მიიზიდავს ნეიტრალური მაყურებლის დიდ ნაწილის

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ...

 ლადო სადღობელაშვილი

1771160722

ახალი ამბები

ნიკოლაშვილი: ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი - მინდა მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ და ეს მეტყველებს, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი

„ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო...

გურამ ნიკოლაშვილი

1771157898

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა, ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა

როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგ...

შალვა პაპუაშვილი