მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-სთან ურთიერთობის განახლება მოითხოვს დიალოგს, ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უკვე საუბარი, ჰქონდათ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ მოხდეს გადახედვა იმ მდგომარეობის, რა მდგომარეობაც არის დღეს და იმ მემკვიდრეობის, რა მემკვიდრეობაც არის დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ვერ იქნება ისეთი გულუბრყვილო იფიქროს, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა მის დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები, ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაცივებას გარკვეულწილად ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გარკვეულწილად გარიყულიყო ევროპული და ამერიკული დღის წესრიგიდან. ეს ყველაფერი მოხდა იმის ხარჯზე, რომ ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენ რაღაც ცუდს ვაკეთებთ, რაღაცას ვაზიანებთ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გასაახლებლად და ეს მოითხოვს გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ გარკვეული მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის, რომ განვაახლოთ მუშაობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ორი ქვეყნისთვის, რა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ინტერესებში ამ ურთიერთობებში.

ეს პირველ რიგში მოითხოვს დიალოგს, მოითხოვს ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771171458

მსოფლიო

მარკო რუბიო: შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევები ყოველთვის იყო...

მარკო რუბიო

1771169110

ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სამაშველო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ - მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებებ...

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1771168373

ახალი ამბები

მეუფე შიო: გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში

„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწ...

მეუფე შიო

1771166404

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

პროკურატურა

1771165508

სპორტი

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშებაში მეორე მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნებმა“ წინა ტურში შვეიცარიას აჯობეს, ხოლო ამჯერად სტუმრად ნიდერლანდები ადვილად დაამარცხეს. საქართველო...

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს