მარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ
ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება. მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, "იმედის" ეთერში გასული დებატების შესახებ, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება.
"დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო.სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ — სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება. ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ.ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა.პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება.მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია.კრიტიკა ისევ ვიწრო პოლიტიკურ და პირად ინტერესებს ემსახურება.განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დისკუსიის მთავარ იარაღად კვლავ შიშის ნარატივები და „რუსეთზე” აპელირება რჩება.სავალალო მდგომარეობაა — ჩვენმა ოპონენტებმა უკეთ იციან რუსული პოლიტიკის ისტორია, ვიდრე ევროპული თუ დასავლური საგანმანათლებლო და მეცნიერული პროცესები.ოპონენტები კონსტიტუციას იშველიებენ, მაგრამ ავიწყდებათ — 27-ე მუხლის ავტორი, რომელმაც აკადემიური ავტონომია თავად ჩაწერა კონსტიტუციაში, ირაკლი კობახიძეა. ვინ უნდა იცოდეს ამ მუხლის შინაარსი უკეთ, თუ არა მისმა ავტორმა? და ეს მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოს სწავლების ხარისხის კონტროლში.რას ვთავაზობთ ჩვენ:— დარგობრივი კონცენტრაცია ფრაგმენტაციის ნაცვლად— 3+1 მოდელი, როგორც EHEA-ს ქვეყნებში— უფასო სახელმწიფო განათლება, არა კერძო ბიზნესის სუბსიდირება (რატომაა 78 კერძო უნივერსიტეტი?)— 11-წლიანი ეფექტიანი სისტემა (40 000+ კურსდამთავრებულიდან უცხოეთში 200-300 ჩააბარებს — 0.75%. 99.25%-ს ვწირავთ 0.75%-ის გამო?)— რეგიონების სკოლებზე ზრუნვა დაზოგილი რესურსებითრას გვთავაზობენ ისინი: ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის.დღევანდელმა დებატმა კიდევ ერთხელ აჩვენა — განათლების რეფორმა გარდაუვალია, და რეალური ექსპერტების ფორმირება ამ რეფორმის ნაწილია.განათლების რეფორმა მოსახლეობას ეკუთვნის — არა სტატუს კვოს მცველებს!" - წერს მარიამ ლაშხი.
1772959620
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წ...
1772956641
ახალი ამბები„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...































