დავით მათიკაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურად ტემპერატურის აწევის ნიადაგი არ შეიქმნას, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ

საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ შეიქმნას არანაირი ნიადაგი, რათა ხელოვნურად მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, ტყუილების დემონსტრირება, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზოგადად, არ არის ტრადიციულად წესად მიღებული ეუთო/ოდირის, როგორც დამკვირვებლის მოწვევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ იყოს არანაირი ნიადაგი შექმნილი იმისთვის, რათა ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, ტყუილების დემონსტრირება, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.

ჩვენ გვქონდა გაცხადებული წინასწარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალური ფრთა, პოლიტიკოსებისა და მათი დავალების მიმცემების მხრიდან იქნებოდა აღიარება და დადასტურება იმ შედეგისა, რაც ეუთო/ოდირმა დააფიქსირა 2024 წელს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757169434

სპორტი

ვილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...

ვილი სანიოლი

1757166710

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს

„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1757164690

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა

გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...

შალვა პაპუაშვილი

1757161515

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია...

მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე

1757159970

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი რადიკალურ ჯგუფზე: მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაცია მოაწყონ და უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში

„მიღებული აქვთ დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი