ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი

აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პარტიებს რეალურად რეიტინგიც არ აქვთ და თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი.

„როდესაც ხალხს არ ელაპარაკები და გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს კარგავ საზოგადოების ნდობას. იმ ნაწილის ნდობასაც კი, რომელიც მანამდე გენდობოდა. აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა.

არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, დემოკრატიული სისტემა და ეს პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792579451

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

„ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1792579417

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ა...

ირაკლი კობახიძე

1792578229

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში...

 პრემიერ-მინისტრი

1792577310

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ა...

გიორგი ზურაბაშვილი

1792576958

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...

რატი იონათამიშვილი: