ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო.

ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792579451

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

„ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1792579417

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ა...

ირაკლი კობახიძე

1792578229

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში...

 პრემიერ-მინისტრი

1792577310

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ა...

გიორგი ზურაბაშვილი

1792576958

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...

რატი იონათამიშვილი: