გიორგი კახიანი: არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს – მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერესების უკან მიმალვით ცდილობს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია.
კახიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, სადაც ყველა საკითხზე გაიმართება მსჯელობა და პაექრობა, ხოლო დეტალები საზოგადოებისთვის განხილვის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

„საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და მათ შორის მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ რომ ეს ასე გამოჩნდეს. ისინი რეალურად ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავისი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავისი ცოდვების თითქოს სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ასე არ გამოვა იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792579451

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

„ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1792579417

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ა...

ირაკლი კობახიძე

1792578229

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში...

 პრემიერ-მინისტრი

1792577310

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ა...

გიორგი ზურაბაშვილი

1792576958

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...

რატი იონათამიშვილი: