დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას.
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მაგალითია იმისა, თუ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან აქვთ საქმე.
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს. საზოგადოების წინაშე რეალური მათი მოცემულობის ჩვენება, კიდევ ერთხელ იძლევა იმის საფუძველს, პირდაპირ და არაორაზროვნად ვთქვათ, თუ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან გვაქვს საქმე, როდესაც „ნაცმოძრაობას“ და მათ გარშემო არსებულ შვილობილ პარტიებზეა საუბარი.
ახლა ისინი პრაქტიკულად სიმართლეს ლაპარაკობენ. ის, რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ერთის მხრივ, ტელევიზიების ქურდი, მეორეს მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი დანაშაულით ქვეყანა გაწირა, ქვეყანა უბედურ დღეში ჩააგდო, ხოცა ახალგაზრდები ქუჩაში და ასე შემდეგ... და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი რეალური და თვალსაჩინო, მკაფიო სურათი, რომელიც მათ დადეს საზოგადოების წინაშე, ჩვენს ხალხს, საქართველოს, კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, თუ რატომ არ შეიძლება მეხუთე კოლონის და მოღალატეობრივი აგენტურული ოპოზიციის მიშვება ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1787488790
ახალი ამბებიავარია მანავში - 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხ...
1787486751
ახალი ამბებიმამა თბილისში თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა - ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. Facebook-ის მომხმარებელმა ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. როგორც ის აღნ...
1787484428
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთის არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
„პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული“,...
1787482769
ახალი ამბებიზუგდიდში საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მო...
1787480583
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: დავით საყვარელიძის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა
„დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო...































