დავით მათიკაშვილი: დავით საყვარელიძის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა
„დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დავით საყვარელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოსურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“.
მათიკაშვილის თქმით, დავით საყვარელიძემ ამ განცხადებით 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი ღალატი აღიარა.
„სააკაშვილის ყოფილი პროკურორის განცხადება არის კიდევ ერთი აღიარება იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. საკუთარ ტყუილებში იხლართებიან, ჯერ ერთს ამბობენ, შემდგომ – მეორეს და ვეღარ გამოდიან იმ ლაბირინთიდან, ტყუილებით თვითონ რომ ქმნიან. ეს განცხადება ნაწილობრივ პასუხს სცემს იმ საკითხს და წერტილს უსვამს, თუ როდის, რომელ დღეს დაიწყო რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შემოსვლა და, ე.ი, საქართველო-რუსეთის ომი. ეს წინა დღე და შემდგომ უკვე ბომბდამშენის გადაფრენა, ამ კითხვაზე, პრაქტიკულად, ყველანაირ პასუხს სცემს.
ეს არის აღიარება, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თვითონვე აღიარებს, რომ ძალიან ახლოს იყო კოლაფსი, რომელსაც საქართველო გადაურჩა, თუმცა გადაურჩა ნაწილობრივ.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციის მიერ, ოკუპაცია დამყარდა და ამ ოკუპაციის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი.
ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა მკაფიო პასუხი, ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად.
პირველ რიგში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა, პრაქტიკულად, განადგურების წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები დღეს უკვე, პრაქტიკულად, ღიად აცხადებენ და აღიარებენ, პასუხს სცემენ და წერტილს უსვამენ ყველა იმ შეგნებულად გაკეთებულ განცხადებას, ტყუილებს, რომლითაც ცდილობდნენ 2008 წელს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1787468608
სპორტისაქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თამაში თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება. აღნ...
1787465561
ახალი ამბებიდავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი მძიმედ აისახა, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევ...
1787465083
მსოფლიოყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს. ყაზახეთის მოსახლეობა ახალი კონსტიტუციის მიხედვით შექმნილი ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის წევრებს ირჩევს....
1787431198
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა შვედეთში - ყოფილი მოსწავლე სკოლაში ცივი იარაღით შეიჭრა
შეიარაღებული თავდამსხმელი შვედეთის სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეიჭრა. ამ დროს შენობაში 450 მოსწავლე იმყოფებოდა. 18 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. თავდამ...
1787430837
მსოფლიოპუტინი: კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც ისედაც ჩამოშლის პირასაა
კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაც...































