დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, ევროკავშირის დუმილი ნათელი მაგალითია იმ ორმაგი სტანდარტების, რომლის მიხედვითაც ევრობიუროკრატები მოქმედებენ.

„როდესაც უნდათ და აწყობს ევრობიუროკრატიას გამარჯვებულმა პარტიამ, მაგალითად უნგრეთში, ყველაფერი უნდა წაიღოს. მათ შორის მას შეუძლია დროზე ადრე დაიწყოს იმპიჩმენტი, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს იმიტომ, რომ მოქმედი პრეზიდენტის გემოვნება და პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონს. ამ ყველაფერზე ევრობიუროკრატია არის ჩუმად, ხმას არ იღებს იმიტომ, რომ ეს პროცესი არის იმ გემოვნების და სურვილების ფარგლებში, რაც აქვს ევრობიუროკრატიას.
ხოლო საქართველოში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა ის უმრავლესობა მიიღო, რომელიც აძლევდა საშუალებას აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების და ა.შ. ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ არა ბატონო, ეს არ არის დემოკრატია, თქვენ უნდა ადგეთ და ის პარტიები, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას, ანგრევდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ა.შ. სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უნდა გადასცეთ მათ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა, უნდა მისცეთ საშუალება, რომ გენერალური პროკურორი ისე აირჩეს პარლამენტის მიერ, რომ ამ ოპოზიციამ უნდა მიიღოს დიდად მონაწილეობა და ლომის წილი უნდა შეასრულოს, რომ უმრავლესობა უმრავლესობა არ არის, რომ დემოკრატია საქართველოში არ არის მისაღები მაგრამ იქ, სადაც აწყობთ ამაზე ხმას არავინ არ იღებს.

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას. და ეს რომ დიდხანს ასე ვერ გასტანს და ვერ შეძლებენ ამ სტატუს - კვოს შენარჩუნებას ძალიან მარტივია ამის გამოცნობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784036090

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობისათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ფაშისტური „ხუმრობა“ რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ „...

ჯაბა ხუბუა

1784035880

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე: დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო

„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო ს...

ლევან მახაშვილი

1784034380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ეუთოს რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა ამ ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიზება, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს ინსტიტუტები კარგავენ ნდობას

„აბსურდული და უსამართლო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ზეწოლისა და შანტაჟის ნაწილია“, - უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. უმრავლეს...

ლევან მაჭავარიანი

1784034328

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6350 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6359 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784033301

ახალი ამბები

ერევანი - ბათუმი - ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში...

ერევანი - ბათუმი - ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება