ირაკლი კობახიძე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი „ბეთლემი“, რომელიც უწმინდესი პატრიარქების – ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს გააერთიანებს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს.
პრემიერ-მინისტრმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის პროექტის ინიცირებისა და სამშობლოს წინაშე გაწეული მრავალწლიანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის განსაკუთრებული ზრუნვით შექმნილი პროექტი. ხაზგასასმელია, რომ პროექტს საფუძველი ეყრება ორი პატრიარქის - ილია მეორის და შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს წამოწყება იქნება ძალიან წარმატებული.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ იდეის მომზადებასა და ხორცშესხმაში. მადლობა კომპანია „გუმბათს“, რომელიც ააშენებს ამ ცენტრს. ეს არის ძალიან კარგი ნიმუში იმისა, თუ როგორ იდეებს შეიძლება შეესხას ხორცი მთავრობის, ეკლესიისა და ბიზნესის თანამშრომლობით. განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის, რომელიც არის ამ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი. მადლობა მას მრავალი ათეული წლის მანძილზე გამორჩეული ღვაწლისთვის სამშობლოს წინაშე, ბათუმის და აჭარის წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის საძირკველი აკურთხა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა დღეს, ასევე, სოფელ კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი სამ გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად კომპიუტერულ მეცნიერებებს და სხვა დარგებს შეისწავლიან.
1784036090
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობისათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ფაშისტური „ხუმრობა“ რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ „...
1784035880
ახალი ამბებილევან მახაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე: დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო
„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო ს...
1784034380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ეუთოს რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა ამ ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიზება, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს ინსტიტუტები კარგავენ ნდობას
„აბსურდული და უსამართლო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ზეწოლისა და შანტაჟის ნაწილია“, - უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. უმრავლეს...
1784034328
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6350 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6359 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784033301
ახალი ამბებიერევანი - ბათუმი - ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში...





























