თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამი მდგენელი, რაც გულისხმობს შესაბამისი გამოცდილების ქონას მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების, ასევე, შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ინვესტიციები და შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ტვირთები.
„ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, ცენტრალურ აზიაში, ზოგადად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩინეთი, ასევე, ყურის ქვეყნები, ცენტრალური აზია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები და დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებით და იმისათვის, რომ რისკები შესაბამისად იყოს გადანაწილებული და რა თქმა უნდა დაბალანსებული იყოს ინტერესები, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ამ მოდელით განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მსოფლიოში ნავსადგურების ორი მესამედი სწორედ „ლენდლორდის“ მოდელით მოდელით იმართება.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს შემდეგს: რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მფლობელად და შესაბამისად ეს არის ქართული აქტივი, რომელიც მოემსახურება ჩვენს ქვეყანას.
და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისათვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს“, - განმარტა თამარ იოსელიანმა.
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...
1786604215
ახალი ამბებიგომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...
1786601662
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...































