დავით მათიკაშვილი: საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებმა იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი მონანიებაა, თუმცა, მათგან ეს ნაბიჯი არ გადადგმულა

პროცესმა ჩაიარა ჰუმანიზმის მაღალი თვალსაზრისით, რაც პრინციპში წარმოადგენს შეწყალების არსს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებმა იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი მონანიებაა, თუმცა, მათგან ეს ნაბიჯი არ გადადგმულა.

„სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის მონანიება, ხოლო არც ერთ ამ პატიმართაგან სამწუხაროდ ეს ნაბიჯი არ გადადგმულა. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ შექმნეს ილუზია, დადგეს სცენა, რომ კიდევ ერთხელ საკუთარი რადიკალიზმისთვის ხაზი გაესვათ და ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი საკუთარ თავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769358249

ახალი ამბები

პრემიერი: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე

ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერ...

პრემიერი, კობახიძე

1769356194

მსოფლიო

ზელენსკი: ლუკაშენკოს შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბელორუსი იძულებულია არსებობდეს, როგორც რუსეთის გენერალური გუბერნია, სად...

ზელენსკი

1769354196

მსოფლიო

ძლიერმა შტორმმა აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვა და 17 შტატში ათასობით რეისის გაუქმება გამოიწვია

ზამთრის ძლიერი შტორმის გამო აშშ-ში 13 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 17 შტატში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამერიკელი სინოპტიკო...

შტოტმი აშშ

1769352345

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერების მიერ

დებატი ეს არის ის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების მიერ და აუცილებელია პრემიე...

დავით მათიკაშვილი

1769348705

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემცირებაზე: პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი, ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია - დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი ექნება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობის შედეგს საზოგადოება მყისიერად იგრძნობს და ამას ეფექტი ექნება. „ჩვენ ვთქვით,...

გურამ მაჭარაშვილი