პრემიერი: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე

ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკითხი საკმაოდ რთულია.

„საქმე ეხება ბიზნესს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი. ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივად არის ორიენტირებული მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, მაგრამ აქ შემოდის სოციალური ელემენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზების შემთხვევაში. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ბიზნესის თავისუფლებასთან ერთად, ვიზრუნოთ ამ სოციალური საკითხის მაქსიმალურად მოგვარებაზე. ეს გვესახება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე. გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი მუშაობის სტილი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769354196

მსოფლიო

ძლიერმა შტორმმა აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვა და 17 შტატში ათასობით რეისის გაუქმება გამოიწვია

ზამთრის ძლიერი შტორმის გამო აშშ-ში 13 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 17 შტატში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამერიკელი სინოპტიკო...

შტოტმი აშშ

1769352345

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერების მიერ

დებატი ეს არის ის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების მიერ და აუცილებელია პრემიე...

დავით მათიკაშვილი

1769348705

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემცირებაზე: პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი, ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია - დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი ექნება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობის შედეგს საზოგადოება მყისიერად იგრძნობს და ამას ეფექტი ექნება. „ჩვენ ვთქვით,...

გურამ მაჭარაშვილი

1769346763

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

„რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას და ქალბატონ ლორას, [თორნტონი] ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც პირდაპირი გაგებით სძულს საქართველო, სძულს სიკეთე, მშვიდობა, პარტნიორობა“, - ამის შესახებ...

ააა

1769344990

ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი მინეაპოლისში სროლაზე: ამერიკელი სამართალდამცავები და სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი, ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, მინეაპოლისში, ფედერალურ აგენტებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ამერიკელი სამართალდამცვ...

დავით დარჩიაშვილი