დავით მათიკაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია

ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია შესაბამისი გარე ჩარევების, იქ არსებული საინფორმაციო საშუალებების ლიმიტირებული წარმოდგენის, რეალობის შეგრძნების არ არსებობის გამო. ამიტომაც იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად შეესაბამება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების - უცხოეთში მყოფი პირების - არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763386324

ახალი ამბები

ევროკომისია 2025 წელს საქართველოში IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - რა წერია განახლებულ ანგარიშში

მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გადახედვის ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, ევროკომისია IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდა...

მწვანე

1763385330

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7085 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

კურსი

1763384117

ახალი ამბები

ახალი საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა

პარლამენტის ბიურომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებასა და თანამდევ კანონპროექტებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკ...

შალვა პაპუაშვილი

1763383106

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს

„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მი...

გია ვოლსკი

1763379770

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა

„ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტ...

პოლიტიკოსები