ალექსანდრე დარახველიძე: შსს-სა და მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით. კერძოდ, ბევრი ტექნიკური საშუალება დაინერგა იმისთვის, რომ გზებზე საგზაო მოძრაობის წესების დაცვა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახდენთ მონიტორინგს იმ ნორმების აღსრულებაზე, რომლებიც პრაქტიკაში მოქმედებს და სადაც ვხედავთ რომ სანქცია არ არის ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, ამ შემთხვევაში პერიოდულად მივმართავთ ხოლმე პარლამენტს ცვლილებებისთვის. სწორედ ერთ-ერთი მორიგი ცვლილებაა, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავაანალიზეთ ის სამართალდარღვევები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება და ყველაზე მეტად იწვევს გზებზე ავარიებს, ჩვენი მოქალაქეების დაშავებას და სამწუხაროდ, გარდაცვალებასაც. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ცვლილებების შემუშავება“, - აღნიშნა მან.

ცვლილებების თანახმად, 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763389829

საზოგადოება

ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე პროპაგანდა მიმდინარეობს, რაც შემაშფოთებელია, პოდოლიაკის განცხადება ამ სულისკვეთებით არის განმსჭვალული, მას ღირსება არ აქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკს დაავალეს, სააკაშვილის მიერ ზელენსკისადმი მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე...

გია ვოლსკი

1763388822

საზოგადოება

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყება....

ო: პარლამენტის პრესსამსახური

1763387341

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია

ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წე...

დავით მათიკაშვილი

1763387311

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ვიზიტზე: ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, იმ სფეროებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და განათლების მიმართულება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ გაძლიერდეს კავშირები

„ჩემი პირველი ვიზიტია ისრაელში და პირველი შესაძლებლობა, მქონოდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ვიზიტისას. მისივე თქმით, მათ ისა...

მაკა ბოჭორიშვილი

1763386324

ახალი ამბები

ევროკომისია 2025 წელს საქართველოში IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - რა წერია განახლებულ ანგარიშში

მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გადახედვის ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, ევროკომისია IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდა...

მწვანე