ალექსანდრე დარახველიძე: აკუსტიკური იარაღი, ე.წ.წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას. სამწუხაროდ, კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია

„აკუსტიკური იარაღი, აეროზოლური მოწყობილობა, ე.წ.წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, თითოეული ამ საშუალების არსებობა, მათი დანიშნულება, გამოყენების წესები „იარაღის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული.

„სამწუხაროდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების, წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია. მათ შორის, შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებსაც. არაერთი შემთხვევა გვაქვს სკოლებში, როდესაც გაზის აეროზოლური მოწყობილობის გამოყენება ხდება. ასევე, არაერთი შეტყობინება მიგვიღია, როდესაც მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა კონკრეტულმა პირმა ქუჩაში და ამ დროს რეალურად ვხვდებით, რომ ფუჭი ვაზნებია გასროლილი და ეს არის აკუსტიკური იარაღი. ასევე, ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც ევროპის თითქმის უმრავლეს ქვეყანაში აკრძალულია, მათი გამოყენება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, რომ თითოეულ ამ საშუალებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა მოწესრიგდეს, რომელიც წლებია არ გადახედილა და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა პოლიციისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების თანახმად: ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას. მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს; გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე; გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763395473

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება

„ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშ...

მაკა ბოჭორიშვილი

1763392677

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა. შეხვედრისას, მინისტრებმა ხაზი...

მაკა ბოჭორიშვილი

1763391994

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: შსს-სა და მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესებ...

ალექსანდრე დარახველიძე

1763389829

საზოგადოება

ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე პროპაგანდა მიმდინარეობს, რაც შემაშფოთებელია, პოდოლიაკის განცხადება ამ სულისკვეთებით არის განმსჭვალული, მას ღირსება არ აქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკს დაავალეს, სააკაშვილის მიერ ზელენსკისადმი მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე...

გია ვოლსკი

1763388822

საზოგადოება

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყება....

ო: პარლამენტის პრესსამსახური