მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა.
შეხვედრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1763394491
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: აკუსტიკური იარაღი, ე.წ.წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას. სამწუხაროდ, კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია
„აკუსტიკური იარაღი, აეროზოლური მოწყობილობა, ე.წ.წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალ...
1763391994
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შსს-სა და მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესებ...
1763389829
საზოგადოებავოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე პროპაგანდა მიმდინარეობს, რაც შემაშფოთებელია, პოდოლიაკის განცხადება ამ სულისკვეთებით არის განმსჭვალული, მას ღირსება არ აქვს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკს დაავალეს, სააკაშვილის მიერ ზელენსკისადმი მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე...
1763388822
საზოგადოებაახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყება....
1763387341
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია
ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წე...


























