დავით ქართველიშვილი „აჭარა თაიმსზე“: მხოლოდ ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში, ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის
„მხოლოდ ძალიან ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში, ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ პიროვნებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას - საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც, მისივე თქმით, „სადეზინფორმაციო ორღობეში მოქმედ“ მედიებს შეახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ ჩემი „ადვოკატობა“ არანაირად არ სჭირდებათ. უბრალოდ, ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ნებისმიერს შეგვიძლია საკუთარი ღირსების და პატივის დაცვა, ამავდროულად ცილისმწამებელთა დასჯა - ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. რათა შემდგომში, სადეზინფორმაციო ორღობეში მოქმედმა ე.წ. მედიებმა - იაფფასიანი რეკლამა, ძვირადღირებულ ფუფუნებად გადააქციონ.
თუ თქვენზე გავრცელებული გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას - საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი დაზარალებულს აძლევს უფლებას მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
პირველი ნაბიჯია მტკიცებულებების დაუყოვნებლივ დაფიქსირება: უნდა შეინახოს პუბლიკაცია, ეკრანის ანაბეჭდები (სქრინები), ბმულები, სატელევიზიო თუ ინტერნეტ-ეთერის ჩანაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. ამის შემდეგ, მიზანშეწონილია ავტორის, რედაქციის ან რესურსის მფლობელის მისამართით გაიგზავნოს ოფიციალური მოთხოვნა ინფორმაციის წაშლისა და უარყოფის გამოქვეყნების შესახებ.
თუ ეს მოთხოვნა უგულებელყოფილია, შემდეგი ეტაპია სასამართლოში სარჩელის შეტანა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად. სარჩელში უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ცრუ განცხადებები, მათი არასწორობის დამადასტურებელი გარემოებები და მოთხოვნა ინფორმაციის უარყოფის, მისი შემდგომი გავრცელების აკრძალვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნას. მწვავე კრიტიკა, შეფასებები და პოლიტიკური შეხედულებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სარეპუტაციო ზიანის შემცვლელ ქმედებაში ადამიანის დადანაშაულება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია მნიშვნელოვნად ძლიერდება.
საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეებმა ცილისწამების საქმეები მოიგეს. 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და კომპენსაცია დააკისრა არასანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2025 წელს კი დეპუტატმა ნინო წილოსანმა სასამართლოში მოიგო საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ბრალდებების გამო. ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას, ხოლო ცილისწამებისთვის საქართველოში რეალური სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
1784462560
ახალი ამბებიგაბი კამაევი: ადამიანთა ჯგუფი 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო
„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ...
1784462478
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მათი ფილოსოფია ასეთია - ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული
„საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალს, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარ...
1784459685
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკ...
1784458209
მსოფლიოსუროგაციასთან დაკავშირებული სკანდალი გერმანიის ბუნდესტაგში - კონსერვატიული ბლოკის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა
გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული ბლოკის საპარლამენტო ლიდერი იენს შპანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის მიზეზი სუროგაციის გზით შვილის ყოლის გადაწყვეტილებასთან დაკა...
1784456901
ახალი ამბებიქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გ...






























