სუროგაციასთან დაკავშირებული სკანდალი გერმანიის ბუნდესტაგში - კონსერვატიული ბლოკის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა
გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული ბლოკის საპარლამენტო ლიდერი იენს შპანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის მიზეზი სუროგაციის გზით შვილის ყოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მისი გადადგომა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოითხოვა. თავად შპანს არ განუცხადებია, რომ ბუნდესტაგის წევრის მანდატსაც ტოვებს.
მერცის განცხადებით, ახლა ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერ მარკუს ზოდერთან ერთად, ბუნდესტაგში კონსერვატიული ბლოკის ახალი საპარლამენტო ლიდერის კანდიდატურაზე იმუშავებს.
როგორც მედია წერს, „გასულ კვირას იენს შპანმა და მისმა მეუღლემ დანიელ ფუნკემ სოციალურ ქსელში საბავშვო ეტლთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მშობლები გახდნენ“.
განცხადებას გერმანიის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. შპანს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებდნენ, რადგან ის იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც გერმანიაში სუროგაციის აკრძალვის შენარჩუნებას მხარს უჭერს.
შპანი წარსულში აცხადებდა, რომ „როგორც ქრისტიანსა და გეი მამაკაცს, „საშვილოსნოს დაქირავების“ იდეის მიღება უჭირდა“. მან, ასევე, პარტიულ ხაზს დაუჭირა მხარი და გერმანიაში სუროგაციის აკრძალვის სასარგებლოდ მისცა ხმა.
გერმანიის კანონმდებლობით, შპანს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან საზღვარგარეთ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა გერმანიაში უკანონოდ არ ითვლება.
1784488108
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გადაცემაში „იმედის კვირა“ იხსენებს, რომ ზეწოლის და იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ჩაასწორებინეს ეუთოს, დასკვნა მაინ...
1784486285
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში
ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა...
1784482879
ახალი ამბებისოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გ...
1784480774
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784479833
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ
გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ...































