დავით ქართველიშვილი: ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
„არ გვპატიობენ 17 მაისს - ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არ არჩევას, ხოლო ქორეპისკოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილის შევარდნის ფაქტს ეხმიანება.
ქართველიშვილის თქმით, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ და მწვავე ფაზაში გადავიდა.
„არ გვპატიობენ 17 მაისს - ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არ არჩევას, ხოლო ქორეპისკოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში. დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, შლაგბაუმისა და შესასვლელი კარის გარღვევით საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი. ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა - 2016 წელს ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს შენობასთან პროვოკაციული აქციებისა და სიმბოლიკის დატანის მცდელობებიდან დაწყებული, 2021 წელს Tbilisi Pride-ის ირგვლივ გამწვავებული იდეოლოგიური კონფლიქტით დასრულებული, როდესაც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტივისტების ნაწილი ეკლესიას „შეუწყნარებლობაში“ ადანაშაულებდა და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შემცირებას მოითხოვდა. მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს, მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ეტყობა პოლიტიკურ პროზექტურაში მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანია ჩვენი მოთმინებით, პრაგმატიზმით და პოზიტიური მომავლის იმედით, რომ ვეღარ გაუძლეს. აქამდე საპატრიარქოს კუთვნილ შენობებზე ფართომასშტაბიანი ფიზიკური თავდასხმების ან შტურმის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა - ასე რომ, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1779277762
ახალი ამბები21 მაისს შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს
ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალ...
1779277330
ახალი ამბებიმძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია. ინფორმაცია „ექსკლუზივს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას...
1779275940
ახალი ამბებიმათიკაშვილი ოპოზიციაზე: ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს
ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხ...
1779274974
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია
„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი დიდი ბრ...
1779272820
ახალი ამბებისაპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია
თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეიჭრა, რომელმაც დააზიანა შლაგბაუმი და საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილის მძღოლი გამოირჩეოდ...































