გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად

რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველო დამოუკიდებელი იქნება თუ სხვაზე დამოკიდებული.

მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

„ეს ჩვენ გვიკვირს, როგორ მისცა რადიკალური ოპოზიციას მორალმა საშუალება 26 მაისს აქცია დაეანონსებინათ, თუმცა მათთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. 26 მაისის თარიღთან მიმართებით რადიკალებს არანაირი განცდა არ აქვთ. დაანონსებული აქცია იქნება მორიგი წარუმატებელი მცდელობა ხალხის ქუჩაში პროტესტისთვის გამოსაყვანად. ამბობენ ხალხი აღელვებულია და სურთ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ. ასე რომ იყოს, ხალხი არასამუშაო დღეს კი არ დაელოდებოდა პროტესტის გამოსახატავად, არამედ გამოვიდოდნენ ქუჩაში და ღამეებს გაათენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეყოფა თვითშეგნება და არ აჰყვება პროვოკაციას.

26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა. ისტორიულად სხვა ქვეყნის მმართველებს კარს უღებდნენ მოღალატე თავადები, რომელთაც უცხოეთიდან მიღებული ჰქონდათ გამეფების ან ხელშეუხებლობის გარანტია. ეს ხდება ახლაც, უბრალოდ ფორმატია შეცვლილი. რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათი ინტერესია თავად ჰქონდეთ ძალაუფლება და უცხოელმა პატრონმა უბოძოს რაიმე. დამოუკიდებელი იქნება საქართველო თუ დამოკიდებული, მათთვის სულ ერთია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779277762

ახალი ამბები

21 მაისს შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალ...

მეუფე შიო მეუფე შიო

1779277330

ახალი ამბები

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია. ინფორმაცია „ექსკლუზივს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას...

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა

1779275940

ახალი ამბები

მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს

ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხ...

დავით მათიკაშვილი

1779274974

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია

„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი დიდი ბრ...

რატი იონათამიშვილი

1779272820

ახალი ამბები

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია

თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეიჭრა, რომელმაც დააზიანა შლაგბაუმი და საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია.  თვითმხილველების ცნობით, ავტომობილის მძღოლი გამოირჩეოდ...

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა