დავით ქართველიშვილი სუსის განცხადებაზე: თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსებობა, საქმე მხოლოდ დეზინფორმაციას აღარ შეეხება და შესაძლოა, საერთაშორისო კრიზისის პროვოცირების მცდელობაზე მიუთითებდეს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან - საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ.
„როგორც შევიტყვეთ სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება კოორდინირებული კამპანიის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ თითქოსდა სისტემური ძალადობისა და დამცირების შესახებ - დაწყებული ისტორიებით, თითქოს მათ ტყეში მარტო ტოვებდნენ, დასრულებული მტკიცებებით, რომ ქართულ რესტორნებში მათთვის შეკვეთილ საკვებს განზრახ აბინძურებდნენ. უწყების ინფორმაციით, მსგავსი ცნობები თავდაპირველად ვრცელდებოდა ყალბი ანგარიშების ქსელის მეშვეობით, შემდეგ კი კოორდინირებულად აიტაცა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა ონლაინმედიამ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან - საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ სისტემური თავდასხმებისა და დამცირების ხელოვნურად შექმნილმა სურათმა შესაძლოა არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ პოტენციურად სახიფათო პოლიტიკური განზომილებაც შეიძინოს. თუ საინფორმაციო სივრცეში თანმიმდევრულად ყალიბდება შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ორგანიზებული დევნის მსხვერპლნი არიან, ასეთი საინფორმაციო ფონი შესაძლოა დამატებით არგუმენტად იქცეს მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი რეაგირების მოთხოვნისთვის. თუ ამ ვერსიას დავეყრდნობით, უფრო გასაგები ხდება მსგავსი კამპანიების შესაძლო ორგანიზატორების ლოგიკაც.
მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაში, აქცენტი შესაძლოა სხვა სცენარზე გადავიდა - კრიზისის პროვოცირება უკვე ჰუმანიტარული და ეთნიკური დაპირისპირების მიმართულებით. არა სამხედრო კონფლიქტი თბილისის ინიციატივით, არამედ ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც მოსკოვზე გაჩნდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლა, რათა მან საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას.
პარალელურად, მსგავსი ესკალაცია შესაძლოა მძიმედ ასახულიყო რუსეთში მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორაზეც, გამოეწვია სიმეტრიული საპასუხო ნაბიჯები და გაეღვიძებინა 2006 წლის მტკივნეული მოგონებები, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მასობრივი დეპორტაციებით, ბიზნესის ფართომასშტაბიანი შემოწმებებითა და ათასობით ქართველისთვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგებით იყო დატვირთული. სწორედ ამიტომ, საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება ჩვეულებრივი ინტერნეტფეიკების წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად სცდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მართლაც არსებობდა გარედან მართული და კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ ყალბი წარმოდგენის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, მაშინ საუბარი იქნება ინფორმაციული სივრცის გამოყენების მცდელობაზე საერთაშორისო კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად.
ასეთ ვითარებაში თავდასხმის ობიექტი მხოლოდ ტურისტული სექტორი ან საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აღარ იქნება - საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მთელი რეგიონული სტაბილურობა, რადგან ხელოვნურად გაღვივებულმა ურთიერთსიძულვილის ატმოსფერომ შესაძლოა მხარეები ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს, რომელთა შედეგებიც ვირტუალური სივრცის ფარგლებს ბევრად გასცდება“, - წერს ქართველიშვილი.
1785961564
საზოგადოებააფხაზეთის ომის მონაწილე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრე...
1785960110
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის...
1785959301
საზოგადოებაპროკურატურამ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პი...
1785956657
საზოგადოებავეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს „ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ“. ომის მონაწილე მალხაზ თოფ...
1785955417
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენ...


























