აფხაზეთის ომის მონაწილე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

ის იხსენებს, რომ ბარამიძე ჯერ კომკავშირს, შემდეგ ეროვნულ მოძრაობას მიეკედლა და 1992 წელს დეპუტატიც გახდა. მანჯავიძის ინფორმაციით, ბარამიძემ, პოლიციის აკადემიის დიპლომიც ისე აიღო, რომ ლექციებზე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მანჯავიძე ამას “დანაშაულებრივ ტყუილს” უწოდებს.

„გია ბარამიძეს ვიცნობ 1984 წლიდან, ამ წელს ჩავაბარეთ "გეპეიში" სხვადასხვა ფაკულტეტებზე. 1985-ში ზაფხულში მთელი 2 თვე ინსტიტუტის კომკავშირიდან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვში "ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე". 90-იანების გარიჟრაჟზე ამხანაგმა გიამ წვერი მოუშვა და ე.წ. ეროვნულ ფლანგს მიეტმასნა, მშვენიერი კარიერა გაიკეთა და 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პარლამენტის წევრი გახდა. ომის დროს ტელეოპერატორების თანხლებით სოხუმში ჩადიოდა როგორც დეპუტატი და კარიერისთვის ვეტერანის სტატუსი მოიპოვა. მეც ომის მონაწილე ვარ, აფხაზეთში მიხდებოდა პერიოდულად ჩასვლა შსს-დან სამსახურებრივი მივლინებით. 1994 წელს ჩავირიცხე პოლიციის აკადემიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1998 წელს. ბოლო კურსზე აღმოვაჩინე, რომ აკადემიაში ჩემი ჯგუფის სიაში გაჩნდა ვინმე გიორგი ბარამიძე. კურსის უფროსს ვკითხე და მან დამიდასტურა, რომ ეს იყო დეპუტატი გია ბარამიძე. ლექციებზე, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა, მოვიდა მხოლოდ "სახელმწიფო" დამამთავრებელ გამოცდებზე და აიღო აკადემიის დიპლომი. ამ სადიპლომო გამოცდებზე, ბუნებრივია, რამდენჯერმე შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი და სიცილით ვკითხე, ლექციებზე რატომ არ დადიოდი-მეთქი. პარლამენტში იმდენი საქმეა, აქ სასიარულოდ სად მეცალა, აკადემიის დიპლომი აშშ-ს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად მჭირდებაო.
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა.
ამ ყველაფრიდან მოკლე რეზიუმე:
კომკავშირი -კარიერისთვის;
ეროვნული მოძრაობა -კარიერისთვის;
აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის;
პოლიციის აკადემიის დიპლომი -კარიერისთვის;,
ეს დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, დავიჯერო ესეც კარიერისთვის?” - წერს ბადრი მანჯავიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786612843

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი

1786607006

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...

შსს განცხადება

1786605789

ახალი ამბები

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...

 საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია