ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს „ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ“.
ომის მონაწილე მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც აფხაზურ მხარესთან დაღუპულთა, ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის მიზნით გუდაუთაში იმყოფებოდა.
მალხაზ თოფურია იხსენებს კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც სოხუმში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, პირველ არხზე იხილა იმ დროს დეპუტატ გიორგი ბარამიძის ინტერვიუ სოხუმის აეროპორტიდან, სადაც ის ტყვეთა გაცვლის პროცესში საკუთარ „სირთულეებსა და დამსახურებაზე“ საუბრობდა.
„93 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში. 16-17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას. მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენს დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში, სიტუაცია მოითხოვს, სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ, ესეც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ-იქით ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლა....
მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლის კომისიის ფარგლებში. თან მომყვება „საღამო მშვიდობისას“ ჟურნალისტი, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი....
არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების, ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში, ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ. 300-300 მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად მოხუცები, გვამები ყველა ყველაზე, ასევე, ტყვეებიც ყველა ყველაზე გარდაიცვალა ...
სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავ და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი......
რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არაადამიანობებს, ან, პირიქით, რა ამღლებულ, ღირსებით სავსე ადამიანებს (სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ, ამის აღწერას აქ არ დავიწყებ.....
ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებულ სიგიჟის ზღვარზე). იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. დაბრუნების დღეა, ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით. ჩვენ (ქართულ) შტაბში ვარ, ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ, გვაინტერესებს, როგორ გაშუქდა......
1-ელ არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ-გამოპრანჭულ დეპუტატ გიორგი ბარამიძეს, სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა) ინტერვიუს იძლევა, თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას, რაც გაიცვალა.... სიმწრით მეღიმება, მაგრამ არ ვბრაზდები. სოსო ბრაზდება, აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და სთხოვს ბიჭებს, ბარამიძე შტაბში მოათრიონ... მოათრიეს!
არ გცხვენია? ნამუსი სულ არა გაქ? ამან რაღა თქვას, ხელს იშვერს სოსო ჩემკენ.........
კარგით რა, ბიჭებო (ჩაჯ**ლი ხმით), თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი.....
პ.ს. 35 წელი გავიდა, არაფერი შეცვლილა, ის ისევ კარიერისთვის იღვწის, მეც ისევ ისე ვარ. ტყვეებს ვცვლიდიო, ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრიტავდენ, იმ ტყვეებსო“, - წერს მალხაზ თოფურია.
1786611342
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...
1786604215
ახალი ამბებიგომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...































