ირანის პრეზიდენტი: ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულია, ახლა ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს პროტესტისკენ უბიძგონ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანი სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვა.

„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა. სანქციები არსებობდა და კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ სანქციები დააწესეს ჩვენს ბანკებსა და ფინანსურ ოპერაციებზე. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ომი წამოიწყეს. ესეც არ იკმარეს და კუთხეში ჩვენს მიმწყვდევას შეეცადნენ“, “, - განუცხადა პეზეშკიანმა ირანის ოფიციალურ მაუწყებელს.

ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საგარეო ზეწოლის მიზანი ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

„ახლა ყველა გეგმა, რომელსაც ისახავენ და ზეწოლა, რომელსაც მიმართავენ, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას და, როგორც თვითონ ამბობენ, პროტესტის წაქეზებას ემსახურება“, - აღნიშნა პეზეშკიანმა და დასძინა, რომ „ირანმა ამ წნეხს ეროვნული ერთიანობის წყალობით გაუძლო“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785956657

საზოგადოება

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს „ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ“. ომის მონაწილე მალხაზ თოფ...

მალხაზ თოფურია

1785955417

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1785953531

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება, - განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. „24–25 ივ...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემ

1785952780

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ხანია, „ნაცმოძრაობამ“ თავისი რესურსი ამოწურა, ვუყურებთ სპექტაკლს, რათა როგორღაც დაცემული რეიტინგი ოდნავ მოიმატონ და ოპოზიციაში წამყვანი პარტია იყოს

დიდი ხანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რესურსი ამოწურა. „ნაცმოძრაობა“ „ნაცმოძრაობად“ დარჩება, რომელიც ასოცირებულია ადამიანის უფლებების შელახვასთან, რეკეტთან, ხალხის ცემასთან, ქონების წართმევასთან...

ნიკოლოზ სამხარაძე

1785950974

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე პოზიორობა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და პოზიორობა უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯ...

დავით მათიკაშვილი