დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშირის დოკუმენტში მოსალოდნელ ჩანაწერებზე ისაუბრა.
დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადება საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და ფრაზა ევროკავშირში ღირსებით შესვლის თაობაზე, მისთვის მოსალოდნელი იყო.
„პრემიერ-მინისტრის, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ლიდერის, მხრიდან სხვა განცხადების მოსმენას არც ველოდი. ხელისუფლების პათოსი იგივე რჩება: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსებით შევა იქ. ეს არის ამ ხელისუფლების საკვანძო ფრაზა. ამ პათოსს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჟღერს, შეიძლება დაეთანხმო ან არა. მე, მაგალითად, პრემიერისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი ვარ და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტაცია მოვახდინო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროკავშირში ღირსებით შესვლა.
ევროკავშირი არის სუბიექტობადაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სხვა მიზნებისთვის შეიქმნა. დღეს მან ის მიზნები და ფესვები დაკარგა, რომლებზეც აღმოცენდა, და გაურკვეველ და გაუკუღმართებულ ორგანიზაციად იქცა, სადაც სულ სხვა ფასეულობებია. ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის წლების განმავლობაში ძალიან მიმზიდველი იყო. ევროკავშირის ბიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ ევროსაბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო, და ძალიან კარგად ვიცით, რით შეიძლება დასრულდეს ის პროცესები, რომლებიც ახლა ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს.
ევროკავშირი იმ ტრანსფორმაციის გზას დაადგა, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირს უბიძგა, თავის ნამსხვრევებზე შეექმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), იმიტომ, რომ დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი სუბიექტი არ არის დამოუკიდებელი. ეს არის საბჭოთა კავშირის ზუსტი, დამახინჯებული ასლი, სადაც ქმნიდნენ ერთიან საბჭოთა ადამიანს.
ახლა ევროკავშირში ქმნიან ერთიან, უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველაფერ ამას აკეთებენ ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც თითქოსდა აუცილებელ პირობად იქცა იმისთვის, რომ გერქვას ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ და გვაქვს იმის მოთმინების უნარი, რომ საკუთარი თავი შევინახოთ და დავაკვირდეთ, საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი. თუ ის არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი, თუ არ გვექნება გადაკვეთის წერტილები იმასთან, რასაც ქრისტიანული კულტურა ჰქვია, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ,” - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1793777394
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს, ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით
„ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს და ეს რა თქმა უნდა იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გა...
1793776292
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედური არჩევნები შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტე...
1793776194
ახალი ამბებიგიორგი მიქაუტაძე: ვფიქრობ, მზად ვარ დიდ კლუბში გადავიდე
გიორგი მიქაუტაძე კარიერაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ინტერვიუში საკუთარ ამბიციებზე ისაუბრა და ბარსელონას ინტერესიც შეაფასა. „მინდა, ყველა მატჩში ვითამ...
1793775846
ახალი ამბებიევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს...
1793774453
ახალი ამბებისოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზო...































