შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით შერაზადიშვილი - სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ჭყონია - პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.
1793784056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, კულტურულ, სოციალურ კავშირებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია. „შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწ...
1793782003
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშ...
1793780477
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართვე...
1793778364
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში
ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის...
1793777805
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ოპოზიცია სოციალურ ქსელებში ამერიკის არჩევნების შედეგებს ზეიმობს და თან „ღრმა ანალიტიკით“ გვიხსნის - ირანში შეჭრამ იმოქმედა შედეგებზეო
გვახსოვს, ჯო უილსონის და თქვენი აღფრთოვანებული პოსტები და ტაში, როცა ამერიკულმა ავიაციამ ირანის დაბომბვა დაიწყო. ამტკიცებდით, რომ ირანში დემოკრატიის სიომ დაუბერა, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...































