დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს
„დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელური ბიუროკრატიისთვის სწორედ ეს დღე უნდა შევიდეს სახელმძღვანელოებში ფერენც ლისტი, ბელა ბარტოკი, ჯონ ფონ ნოიმანი, იგნაც ზემელვაისი და შანდორ პეტეფის გვერდით.
როგორც ჩანს, უნგრული კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ეროვნული ღირსებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მხოლოდ შესავალი იყო იმ მომენტამდე, როდესაც ევროპელ ჩინოვნიკებს საბოლოოდ შეეძლებოდათ გამოეცხადებინათ, რომ ბუდაპეშტი მათ წარმოდგენებს „სწორი“ საზოგადოებრივი მოწყობის შესახებ შეესაბამება. ამ ლოგიკაში განსაკუთრებით ფასეულობათა სისტემა გაოცებს: როდესაც უნგრეთი მსოფლიოს აძლევს დიდ კომპოზიტორებს, ექიმებს, მათემატიკოსებსა და პოეტებს - ეს თითქოს თავისთავად ნაგულისხმევად ითვლება.
როდესაც ქვეყანა იცავს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას და დამოუკიდებლად განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტებს - ეს გაღიზიანებასა და მორალიზატორულ ლექციებს იწვევს. მაგრამ საკმარისია მოხდეს მოვლენა, რომელიც იდეალურად ჯდება ბრიუსელის მიმდინარე იდეოლოგიურ დღის წესრიგში, რომ მაშინვე გაისმას საზეიმო განცხადებები სიამაყეზე, პროგრესსა და „სწორი ღირებულებების“ გამარჯვებაზე. შედეგად იქმნება ერთგვარი იერარქია, სადაც ეროვნული ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკური სიმბოლოები.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კონსერვატიულად განწყობილი უნგრელი მსგავს განცხადებებს საკუთარი ქვეყნის მიმართ კომპლიმენტად კი არა, ზემოდან ყურებისა და კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლინებად აღიქვამს.
ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის თვალსაზრისით, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სჯიან“, - წერს ქართველიშვილი.
1782645404
ახალი ამბებისადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა, თუ ოცნების დეპუტატებმა?
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გა...
1782644424
ახალი ამბებიშიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდ...
1782642233
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრუ...
1782641737
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალი...
1782641010
ახალი ამბები„მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან სხვადასხვა დასახელების ნაწილებს და საბანკო ბარათებს უკანონოდ დაეუფლნენ“ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი...































