ლევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ,,დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ისტორიაში პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი მიმართულება გააძლიერებს ბიზნესს და ტურისტულ მიმოსვლას, ხოლო დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც ავიაციის, ტურიზმის სექტორისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საინაუგურაციო რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც კოპენჰაგენიდან თბილისში 180 მგზავრი ჩამოფრინდა. ეს მაჩვენებელი პირველი რეისისთვის ძალიან მაღალია და ნათლად აჩვენებს მიმართულების მიმართ დიდ ინტერესს.
1782641010
ახალი ამბები„მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან სხვადასხვა დასახელების ნაწილებს და საბანკო ბარათებს უკანონოდ დაეუფლნენ“ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი...
1782638501
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს....
1782636089
ახალი ამბებიმღვდელი საბა გაზდელიანი: გულითადად გვინდა მივულოცოთ აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, ვუსურვებთ წარმატებას, რათა ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი მრევლს ქადაგებით მიმართავს და აბიტურიენტებს დალოცავს. „წირვას აღავლენს უწ...
1782634582
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: მათი პოლიტიკური დასასრული გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ახლა ჩვენ დასასრულის დასასრულს ვაკვირდებით
მმართველი გუნდის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის რადიკალიზმისგან გასუფთავება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. „საკუთარი დეგრადირებუ...
1782633314
ახალი ამბებისკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია - Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართუ...































