გარდაიცვალა ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე
ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ და თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტული რეგიონებისა და მიწისქვეშა წყლების შესწავლაში.
1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (ჰიდროლოგიის სპეციალობა). მუშაობდა როგორც პედაგოგად, ისე ჰიდროგეოლოგად სხვადასხვა სამეცნიერო და სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში.
მისი ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო დამსახურება კარსტის წარმოშობის კვლევაა. საკანდიდატო ნაშრომში მან ეჭვქვეშ დააყენა იმ დროისთვის მიღებული „ხსნადობის თეორია“, ხოლო სადოქტორო დისერტაციაში კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმები შეისწავლა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
მისი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო დონეზეც აღიარეს. სადოქტორო კვლევისთვის ამერიკის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის“ საპატიო წოდება და შესაბამისი სიგელი მიანიჭა. ქართულ მედიაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „წლის მეცნიერის“ ტიტულის მფლობელს.
ელენე აბაშიძე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, ხშირად გამოდიოდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის თემებზე. იგი საქართველოს თავადაზნაურობის უხუცესი წარმომადგენელიც იყო.
1782647657
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს - წერს „ხალხის ძალის“ წ...
1782645404
ახალი ამბებისადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა, თუ ოცნების დეპუტატებმა?
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გა...
1782644424
ახალი ამბებიშიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდ...
1782642233
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრუ...
1782641737
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალი...































