თამთა მეგრელიშვილი: მისი ეს პოზიცია ერთგვარი დირექტივაა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ, ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მარშს და უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.
„ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს. ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვრის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული.
ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ ამ ტერმინით გადათარგმნონ თავისუფლება, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებს და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებას და მიმღებლობას აიძულებენ.
ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო.
უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ. ახლახან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში გამართული პრაიდით ამაყობს.
მისი თქმით, მას უხარია, რომ უნგრეთში ლგბტქ+ (LGBTIQ+) თემმა შეძლო შიშის გარეშე გამოეხატა თავისუფლება და დღეს მთელი ევროპა ამით ამაყობს. მისი ეს პოზიცია არის ერთგვარი დირექტივა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ. ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს. ქართული კანონმდებლობით დაცულია ყველას უფლება.
„ქართული ოცნების“ პირობებში კი სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.
ქართული სახელმწიფო უფლებებს იცავს უფლებების დარღვევის გარეშე. ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ლიბერალების თავდასხმითი „თავდაცვა“ გაუმართლებელია და უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე ყველა ჩვენ წილს გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - წერს მეგრელიშვილი.
1782647761
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამ...
1782647657
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს - წერს „ხალხის ძალის“ წ...
1782645404
ახალი ამბებისადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა, თუ ოცნების დეპუტატებმა?
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გა...
1782644424
ახალი ამბებიშიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდ...
1782642233
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრუ...































