დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს, მოსავლის ორგანიზებული დაბინავების უზრუნველყოფისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
მათივე ცნობით, გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ოპერატიული ინფორმაცია წარუდგინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...
1757166710
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს
„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...
1757164690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა
გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...
1757161515
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია...
1757159970
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი რადიკალურ ჯგუფზე: მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაცია მოაწყონ და უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში
„მიღებული აქვთ დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახე...