დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოების განვითარების, საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება ასევე გაამახვილა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობაზე.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, საექსპორტო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას, წარმოებაში თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დანერგვას და ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაფართოებას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მეშვეობით, ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოო შესაძლებლობების შექმნას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Abbe Timeo საქართველოში ლოკოკინების გადამუშავების მიმართულებით საქმიანობს, ხოლო ფრანგულ კომპანია Escal Seafood-თან თანამშრომლობა ქართული წარმოების პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციას უკავშირდება.

ფრანგული კომპანია Escal Seafood 1976 წელს სტრასბურგში დაარსებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც ზღვის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით საქმიანობს. კომპანიის ასორტიმენტი ასევე მოიცავს ლოკოკინისგან დამზადებულ საკვებ ნაწარმს.

ქართული კომპანია Abbe Timeo საქართველოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ლოკოკინების გადამუშავებაზეა სპეციალიზებული. კომპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წილკანში მდებარე საწარმოში ლოკოკინის ხორცსა და ნიჟარებს ამუშავებს. საწარმოში წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის საფრანგეთში იყიდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლები გიორგი ქადაგიძე და გრიგოლ სიდამონიძე ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793856992

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავა...

მარიამ ქვრივიშვილი

1793856925

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დ...

ლევან მაჭავარიანი

1793854295

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

„დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793853472

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ნოემბერს საქართველოში

5 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...

ამინდი ამინდი

1793825824

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა....

ლევან მაჭავარიანი