ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რომლითაც ქვეყანა ეროვნულ თავმოყვარეობას კარგავს.
„გეტყვით, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობა გვქონოდა და არ დაწყებულიყო შანტაჟი, წნეხი და დეზინფორმაციის გავრცელება: ხმამაღლა უნდა გველანძღა რუსეთი, დაგვეწესებინა მისთვის სანქციები, გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა. ამ შემთხვევაში, გარანტირებულად გვექნებოდა იდეალური ურთიერთობა ბრიუსელთან.
მაგრამ ახლა ვკითხოთ ქართველ ხალხს: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ჩვენი მხრიდან? რა თქმა უნდა, ეს რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევდა, შესაბამისად, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.
შანტაჟისა და წნეხის მიუხედავად, ერთადერთი პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რაც არსებობდა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უკან ვერავინ დაგვახევინებს.
მეორე საკითხია - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან მეგობრული და თბილი ურთიერთობა აღდგეს:
პირველი - მთლიანად უნდა დავუთმოთ სუვერენიტეტი ბრიუსელს. ისინი ითხოვენ, რომ მოსამართლეები უცხოეთიდან დაინიშნონ; ითხოვენ, რომ მათ მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ყველა შტოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღონ; ითხოვენ, ცესკოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე აგენტურულ ოპოზიციას გადავულოცოთ.
ამის შემდეგ, ჩვენ საკუთარი თავი და ქართველი ხალხი უნდა დავაჯეროთ იმაში, რომ ბრიუსელიდან დაორგანიზებული აქციები მშვიდობიანი იყო; რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი დანაშაულს არ ჩადიოდა და ეს ადამიანები, როგორც გვიწერენ, „თვითნებურად დაკავებულები“ და „პოლიტიკური დევნილები“ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით 2024 წელს პარლამენტსა და პოლიციაზე შტურმს, ხოლო 2025 წელს - პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ ეს ასე არ ყოფილა და, თურმე, პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდით.
ასევე, საკუთარი თავი და საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ საქართველო შავ ზღვას არ ესაზღვრება და შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა არ ვართ.
ამასთან ერთად, უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს, გავაუქმოთ ანტი-ლგბტ კანონი, ხელი შევუწყოთ ლგბტ პროპაგანდას და დავიჯეროთ, რომ ორ სქესზე მეტი არსებობს - კაცი ქალად გადაკეთდება და პირიქით.
გარდა ამისა, უნდა გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და ისევ შავი ფული ატრიალონ ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა.
ეს იმ ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია, რაც ბრიუსელთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის აღსადგენად უნდა გადავდგათ.
ვეკითხები საქართველოს მოქალაქეს - გვაწყობს ამ ყველაფრის გაკეთება?! ეს ანადგურებს ეროვნულ ინტერესებს და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ სისულელეებს დავიჯერებთ და ხალხს დავაჯერებთ, ჩვენ ვკარგავთ ეროვნულ თავმოყვარეობას. შესაბამისად, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ და არ გადავდგამთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...
1793813440
საზოგადოებაჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ
ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...
1793810460
საზოგადოებასაგარეო უწყება: მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების განსამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ ძალისხმევას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...



























