ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებულნი.
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ბრიუსელი აფინანსებდა და ამიტომ სურს ამ ადამიანების პოლიტიკურ დევნილებად გამოცხადება.
„რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, სოლიდარობას ოფიციალურად უცხადებდა და შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჰუმანური ნაბიჯი გადავდგით და ვინც ინანიებს ამ დანაშაულს და აღიარებს, რომ ეს იყო ნამდვილად კრიმინალური დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ საპროცესო შეთანხმებები უფორმდებათ და ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუება, რომ ეს ადამიანები იყვნენ თვითნებურად დაკავებულები”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ვინ არიან ევროკომისიის ანგარიშში მოხსენიებული თვითნებურად დაკავებული პირები და ეხება თუ არა ეს შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს, მიხეილ სააკაშვილსა და იმ სამ პირს, რომელთაც აქციებზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს? „ქრონიკა“ გაფართოების ანგარიშში არსებული ჩანაწერით დაინტერესდა და ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მიღება ევროკავშირის ელჩისგან პაველ ჰერჩინსკისგან სცადა.
„ქრონიკამ“ ევროკავშირის ელჩისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მან დეტალებში შესვლა არ ისურვა და კითხვის დაზუსტებისას განაცხადა, რომ ბრიუსელი ძალადობას გმობს.
1793824105
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პ...
1793821412
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის...
1793819505
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ქართველი „აკაცუკის“ გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს, მხოლოდ ქართველ „აკაცუკებს“ აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
„ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მ...
1793816973
მსოფლიოCNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...


























