მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793824105

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პ...

ლევან მაჭავარიანი

1793821412

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის...

ლევან მაჭავარიანი

1793819505

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: ქართველი „აკაცუკის“ გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს, მხოლოდ ქართველ „აკაცუკებს“ აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“

„ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მ...

დავით ჩიხელიძე

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე