ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარმა ან ნახევარზე მეტმა დაწერა აღიარება. შესაბამისად, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.
ძალიან ბევრი ადამიანი ბულინგის ტყვეობაშია, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები (მათ შორის, საკუთარი შვილებიც - გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით) მათ საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ და აიძულებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩნენ, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და ის დანაშაული აღარ ჩაედინათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...
1793813440
საზოგადოებაჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ
ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...
1793810460
საზოგადოებასაგარეო უწყება: მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების განსამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ ძალისხმევას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...



























