ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს.
„არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, გეგმავდა თუ არა ჰეგსეტის შეცვლას შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ სუსტი შედეგების შემდეგ, როდესაც „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში, სენატსა და რამდენიმე შტატის გუბერნატორის პოსტზე მოიპოვეს გამარჯვება.
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ჰეგსეტი, რომელიც არმიის ეროვნული გვარდიის ყოფილი მაიორია, დაინტერესებულია ტენესის შტატის სენატორის ვაკანტური ადგილით და ამ პოზიციისთვის ფარულ კამპანიასაც ეწევა.
„მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ასეც რომ მოიქცეს, დიდი პოპულარობით ისარგებლებს, თუმცა ამის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამავდროულად, ოთხშაბათს CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მრჩევლებთან უკვე განიხილავდა საკითხს, უნდა დარჩეს თუ არა ჰეგსეტი თანამდებობაზე.
1793825732
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - ჩვენი საზოგადოების თვალში თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან
„ღამის კურიერში“ სტუმრობისას, კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან...
1793824105
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პ...
1793821412
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის...
1793819505
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ქართველი „აკაცუკის“ გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს, მხოლოდ ქართველ „აკაცუკებს“ აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
„ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მ...
1793816973
მსოფლიოCNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...


























