დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას, სამწუხაროდ ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ
„ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის ბავშვის გაჩენის არაბუნებითი გზა.
„იმის გამო, რომ ტექნიკურად არსებობს ამის საშუალება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს. არსებობს ზნეობრივი კანონი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
აქ ირღვევა ბავშვის უფლებები და რატომღაც არავინ საუბრობს ამ უფლებებზე. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ეს ბავშვები ხშირ შემთხვევაში მიჰყავთ ერთნაირსქესიან წყვილებს და არვინ ზრუნავს მათ მომავალზე.
მე მქონია საუბარი სუროგატ ქალებთან, რომლებიც სინანულით მოსულან ჩემთან. მათ ფსიქოლოგიურად ამუშავებენ მთელი ორსულობის განმავლობაში, რომ არ გაუჩნდეს მიჯაჭვულობა იმ ნაყოფის მიმართ, რომელიც მუცელში უზის.
როგორი საშინელებაა თვითონ იმ ქალისთვისაც ეს ყველაფერი, რომელიც 9 თვის განმავლობაში მუცლით სხვის შვილს ატარებს და შემდეგ ბავშვისთვისაც, რომელიც ჩასახვის მომენტიდან ემოციურ კავშირშია თავის დედასთან და გრძნობს დედის ემოციებს. ის ბავშვი უკვე ტრავმირებული იბადება, რომელმაც იცის, რომ დედას არ უნდა ის. არის კიდევ უამრავი დარღვევები.
ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობს. ის უკვე მართლა შვილი იქნება მისი, გაზრდის და ამაზე კეთილშობილური საქმე არ არსებობს“, - აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.
1795355338
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...
1795353692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...
1795351895
ახალი ამბებიქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში
„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...
1795350657
ახალი ამბებითბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა
თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...
1795348594
ახალი ამბებიგენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...































