თბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა

თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.

დედაქალაქის მერია აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს.

„გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს ამ ტრაგედიას.

აქვე გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა, მათ შორის არავინ ყოფილა დედაქალაქის მერიიდან.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და ცილისწამება. დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად, დღეს დაესწრო სამოქალაქო პანაშვიდებს და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შორის, იმყოფებოდა ზემო ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარში.

აღნიშნული ფაქტის გადამოწმება არათუ მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნებოდა ძალიან მარტივი, თუმცა ტელეკომპანიამ, რომელიც გამოირჩევა სიცრუის ტირაჟირებითა და პოლიტიკური სპეკულაციებით, ამ უმძიმეს წუთებშიც სცადა მაყურებლის მოტყუება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795338760

ახალი ამბები

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...

გია ვოლსკი

1795337054

ახალი ამბები

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.  

ხანძარი ლიკვიდირებულია

1795334972

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...

გუგა ქაშიბაძე

1795332502

მსოფლიო

„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends). აღნიშნული...

დონალდ ტრამპი

1795331931

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ...

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა