დეკანოზი შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია

ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სუროგაცია ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები იყიდებიან უცხოელებზე, ანუ ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ. ეკლესიისთვის თვითონ სუროგაციაა ძალიან მიუღებელი, ანუ სუროგაციის დროს ადამიანი ადამიანს ქირაობს, მის სხეულს. უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ასევე ადამიანი, რომელიც თვითონ სუროგატი დედაა. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, სუროგატ დედასთან მისაუბრია და საშინელ სტრესს განიცდიან. წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხრა თვე ბავშვს მუცლით ატარებს და ეუბნებიან, არანაირი ემოციური კონტაქტი ამ ბავშვთან არ უნდა ჰქონდეს, რამდენად დიდი სტრესია თუნდაც იმ ადამიანისთვის, რომელიც სუროგატობას თანხმდება. როგორ მძიმე მდგომარეობაშია ის ადამიანი, როგორი გაჭირვება აქვს, რომ მზად არის, ცხრა თვე ვიღაცის შვილი ატაროს, თან ისე, რომ არანაირი ემოციური კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესია და ეკლესიისთვის ეს წესი მიუღებელია. უწმინდესსაც ძალიან ბევრჯერ აღუნიშნავს თავის ქადაგებაში. ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, ილია მეორესაც ძალიან ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს არის ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელი. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი ჩვენთვის“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795415367

მსოფლიო

გაფიცვის გამო ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა

საყოველთაო გაფიცვის გამო დღეს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. გაფიცვა პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯე...

 ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა

1795413079

საზოგადოება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1...

შიო III-

1795411944

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია

რადიკალები დღეს აბსურდის თეატრში არიან. მათ რომ კაცმა დაუჯეროს, იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტ...

დავით მათიკაშვილი

1795410873

საზოგადოება

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკ...

მეხუტე ადამიანი ფონიჭალა

1795409648

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ნოემბერს საქართველოში

23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალო...

ამინდი ამინდი