პაატა ჟორჟოლიანი: როგორც მეან-გინეკოლოგი, სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს არის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია
„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი.
როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა, არამედ ეს არის მისი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.
„სუროგაცია — სიცოცხლის ფასი, რომელსაც საზოგადოება ხშირად ვერ ხედავს!!!!!როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!ეს პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.მე კარგად მესმის, რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად დიდია ადამიანისთვის მშობლად გახდომის სურვილი. მაგრამ ერთი ადამიანის მშობლობის სურვილი არ უნდა იქცეს მეორე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამართლების საფუძვლად.მინდა პირდაპირ მივმართო სუროგაციის მომხრეებს:გინახავთ ოდესმე მომაკვდავი ქალი სამშობიარო ბლოკში?გინახავთ ქალი, რომელსაც მასიური სისხლდენის გამო სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ვაცლით საშვილოსნოს?გინახავთ რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომლის გადარჩენისთვისაც ექიმების მთელი გუნდი იბრძვის?გინახავთ მისი ოჯახის წევრების თვალები, როდესაც მათ არ იციან, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა დედა, მეუღლე, შვილი?ჩვენ, მეან-გინეკოლოგებს ეს ყველაფერი გვინახავს!ჩვენ არაერთი ქართველი და უცხოელი სუროგატი ქალის სიცოცხლის გადარჩენისთვის გვიბრძოლია. ეს არ არის თეორიული მსჯელობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობა და ზოგჯერ უმძიმესი ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის.განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც ემბრიონი გადააქვთ ქალებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ორი ან მეტი საკეისრო კვეთა, აქვთ საშვილოსნოზე ნაწიბური, მძიმე სომატური დაავადებები ან ორსულობისთვის სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორები.ასეთი ქალების ორსულობა განსაკუთრებულ სამედიცინო შეფასებასა და მეთვალყურეობას მოითხოვს.ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა პლაცენტის პათოლოგიური შეზრდა — Placenta Accreta Spectrum (PAS), მათ შორის placenta increta და placenta percreta.ამ დროს პლაცენტა შეიძლება ღრმად შეიჭრას საშვილოსნოს კედელში და ზოგჯერ მის ფარგლებსაც გასცდეს, დააზიანოს შარდის ბუშტი და სხვა მიმდებარე ორგანოები.შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული სისხლდენა, მასიური სისხლის გადასხმის აუცილებლობა, მრავალსაათიანი ოპერაცია, რეანიმაციული მკურნალობა და საშვილოსნოს დაკარგვა.ზოგჯერ ქალი სიცოცხლეს ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს საშვილოსნოს და მომავალში საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობას. ზოგჯერ კი მისი გადარჩენაც ვერ ხერხდება.სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ პლაცენტის პათოლოგიური შეზრდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის წინა საკეისრო კვეთები, განსაკუთრებით, პლაცენტის წინმდებარეობასთან ერთად. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მიღებულ ორსულობებშიც აღწერილია ამ გართულების მომატებული რისკი.ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია, როდესაც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი — ბავშვის უფლებები.რა ხდება, როდესაც ბავშვი ნაადრევად იბადება, მძიმე მდგომარეობაშია ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი მიღება განზრახულ მშობლებს აღარ სურთ?ვინ იღებს პასუხისმგებლობას?ვინ უზრუნველყოფს მის მკურნალობას, რეაბილიტაციასა და მომავალს?არ შეიძლება ბავშვის ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, რამდენად შეესაბამება იგი ვინმეს მოლოდინს.განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალის შესაძლო ეკონომიკური ექსპლუატაცია, იძულება, შუამავლების კომერციული ინტერესები და ადამიანით ვაჭრობის საფრთხე.ქალის სხეული არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად, ხოლო ბავშვი — ხელშეკრულებით მისაღებ პროდუქტად.მინდა საზოგადოებას შევახსენო ევროპული გამოცდილებაც.სუროგაცია აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და სლოვენიაში. ზოგ ქვეყანაში აკრძალვა პირდაპირია, ზოგან კი რეპროდუქციული მედიცინის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.იტალიამ 2024 წელს აკრძალვა კიდევ უფრო გაამკაცრა და საზღვარგარეთ გაფორმებულ სუროგაციულ შეთანხმებებზეც გაავრცელა შესაბამისი პასუხისმგებლობა იტალიის მოქალაქეებისთვის.ამიტომ მინდა დავსვა სრულიად ლეგიტიმური კითხვა:რატომ არის სუროგაციის აკრძალვა მისაღები საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ან იტალიისთვის, ხოლო საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილების განხილვა ზოგიერთის მიერ ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევად ფასდება?განა ქართველი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნაკლები ფასი აქვს?აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას: სუროგაციის აკრძალვა არ ნიშნავს ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას. ეს ორი განსხვავებული საკითხია.მე მხარს ვუჭერ რეპროდუქციული მედიცინის განვითარებას, უშვილობის მკურნალობასა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას.მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სისტემას, რომელშიც ქალის სიცოცხლე შეიძლება სხვისი კომერციული ინტერესის ფასად რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.სუროგაციის მომხრეებს კიდევ ერთხელ ვეკითხები:როდესაც ლაპარაკობთ არჩევანის თავისუფლებაზე, ითვალისწინებთ თუ არა იმ ქალის ბედს, რომელიც შესაძლოა საოპერაციო მაგიდიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს?და როდესაც ექიმები მის გადასარჩენად ვიბრძვით, სად არიან ისინი, ვინც ამ ორსულობის ორგანიზებით ფინანსური სარგებელი მიიღო?ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა.არცერთი კომერციული გარიგება არ ღირს ქალის სიცოცხლედ.დედობა უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ არცერთი ქალის სიცოცხლე არ უნდა გახდეს ამ ღირებულების მისაღწევად გაწეული მსხვერპლი.სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ საქართველოში სუროგაციის აკრძალვას — ქალის ჯანმრთელობის, ღირსებისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით“, - წერს იგი.
1795411944
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია
რადიკალები დღეს აბსურდის თეატრში არიან. მათ რომ კაცმა დაუჯეროს, იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტ...
1795410873
საზოგადოებაფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკ...
1795409648
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ნოემბერს საქართველოში
23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალო...
1795380883
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არჩეული არავინაა
„ვთქვათ, ხვალ ივანიშვილი წავიდა ჩინეთში, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთ წელიწადში მი...
1795377776
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების...



























