"დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს" - სალომე ზურაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, რაც მისი თქმით, საზოგადოების დაწყნარებას და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებას და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში იქნეს გადაყვანილი.

ამავე თემაზე:


🔲 "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა" - ჯანდაცვის მინისტრი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787838499

საზოგადოება

საქართველოს საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკ...

საქართველოს საგარეო უწყება

1787838016

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1787836731

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6195 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში

1787836362

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის, საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახუ...

ლევან მაჭავარიანი

1787835901

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საგარეო უწყება კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან - სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მ...

საქართელო