დიმიტრი ხუნდაძე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლის დასაწყისში ხუნდაძემ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ქეთევან ბაკარაძეს და მოუწოდა კომუნიკაციის სტანდარტების დაცვისა და ზიზღის ენის გამოუყენებლობისკენ. დიმიტრი ხუნდაძის შენიშვნა ეხებოდა ბაკარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სარჯველაძე არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირია.
„სანამ დარგობრივ კითხვებზე გადავალ, მსურს აქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მოგესალმებით ბატონო მიხეილ და მსურს თანამოზიარე ვიყო თქვენი გამოსვლის თავში და ბოლოში გამოთქმული ობიექტური გაბრაზების. დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს. ვფიქრობ, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ქალბატონო ქეთი {ბაკარაძე}, თქვენი მხრიდან იყო ექიმის პროფესიაზე და ამ დარგის ცოდნაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი, ამის გარეშეც შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა. მეც მაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება, დავიცვათ მინიმალური სტანდარტი და უბრალოდ არ ვისაუბროთ ზიზღის ენით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1777466527
ახალი ამბებინინო წილოსანი - პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს
„ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საქართველოს...
1777465720
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამ...
1777463552
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი, EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე, ელევიდისის სარგებელი არ არის დამტკიცებული“
პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები და ევროპასა და აშშ-ში მათი დაშვების პრაქტიკაგანიხილა. მა...
1777463261
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
„კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიცკორელაციაში...
1777462178
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
„მსურს შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - იშვიათ დაავადებებს, მათ შორის თანდაყოლილ და გენეტიკურ პათოლოგიებს, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დიუშენის კუნთოვან...





























