დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. „როცა ჩვენ სამინისტრო გავაერთიანეთ, მაშინვე მქონდა საწინააღმდეგო პოზიცია და ახლა უცხო არ არის, რომ დღესაც ეს პოზიცია მაქვს. ამ გაერთიანებამ დროშიც აჩვენა, რომ ეს იმდენად დიდი სამინისტროა რომ მენეჯერული გადატვირთვა ხდება და ჩამოყალიბდა, როგორც სუპერ სამინისტრო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან მიმართა მინისტრს კითხვით, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი სამინისტროს გაყოფა, რადგან სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებს ცალ-ცალკე უფრო სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ერთად აღებულს.
„მსურს შევეხო სამინისტროს მასშტაბს და შემადგენლობას. ამისთვის კი მსურს წავიკითხო სამინისტროს დასახელება - „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო“. ეს არის ოთხი სხვადასხვა მიმართულებისგან შემდგარი სამინისტრო. როცა ჩვენ სამინისტრო გავაერთიანეთ, მაშინვე მქონდა საწინააღმდეგო პოზიცია და ახლა უცხო არ არის, რომ დღესაც ეს პოზიცია მაქვს. ამ გაერთიანებამ დროშიც აჩვენა, რომ ეს იმდენად დიდი სამინისტროა რომ მენეჯერული გადატვირთვა ხდება და ჩამოყალიბდა, როგორც სუპერ სამინისტრო. ეს კი ართულებს გადაწყვეტილებების მიღებას და პრიორიტეტები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება და თრგუნავს ერთმანეთს. ასეთი დიდი სამინისტროს პირობებში ჯანდაცვა ერთ-ერთი მიმართულებაა და არა პრიორიტეტი, რომელიც ვფიქრობ, სწორედაც ის მიმართულებაა, სადაც მაღალი ინტერესი უნდა იყოს უფლებრივი კუთხით - მაღალი სტანდარტით უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვა.
მართალია, 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის კუთხით გაიზარდა ხელმისაწვდომობა და უპრეცედენტო იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ პრობლემაა მომსახურების ხარისხი, კერძო სექტორზე ძლიერი დამოკიდებულება, ხარჯების არაეფექტური კონტროლი. პრობლემაა თავად ექიმებთან კომუნიკაცია, რაც პრობლემას ქმნის პაციენტებისთვის. დევნილთა მიმართულება არის გამორჩეული თავისი სპეციფიკითაც. ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. მესმის, საცხოვრებელი პროგრამები და მიმდინარე საბინაო პოლიტიკა ბევრად აქტიურად ხორციელდება, უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე აქამდე ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არასაკმარისია. ინტეგრაციის პოლიტიკაც არასაკმარისადაა კოორდინირებული. ვფიქრობ, შრომას ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექცია საერთოდ არ არსებობდა და დღეს ეს სამსახური ასე თუ ისე გამართულია, შრომითი უფლებები სათანადო დონეზე მაინც არაა დაცული. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებებს, ესაა სწორედ ის უდიდესი ნაწილი, რაც საკმაოდ ზრდის სამინისტროს წონადობას, რომელიც პრაქტიკულად 4 შემადგენელს მოიცავს. პენსიები რეგულარულად იზრდება, მაგრამ მსყიდველუნარიანობას ვერ მიჰყვება.
აქ პრობლემა სტრატეგიული უფროა, ვიდრე ადმინისტრაციული, მაგრამ სწორედ ამას ვამბობ, ამ მიმართულებებს ცალ-ცალკე უფრო სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ერთად აღებულს. ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ სამინისტროს ნაწილობრივი, და არა 4 ნაწილად მისი გაყოფა, რათა გაიზარდოს ეფექტურობა? მეორე კითხვა: თქვენ ბრძანეთ, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით კვლევებია საჭირო და შემდეგ უკვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამ კუთხით არაერთი პროგრამა მოქმედებს, მაგრამ, მე ვფიქრობ, კვლევები კიდევ უფრო მეტად შეჭამს დროს, არადა ქართული გენოფონდი ძალიან აქტიურად მცირდება. დემოგრაფიული თვალსაზრისით ამიერკავკასიაში საქართველო უკვე დაპატარავდა და, ვფიქრობ, დრო ამაზე დადებითად არ მოქმედებს. ასე რომ, სწრაფად გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1777466527
ახალი ამბებინინო წილოსანი - პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს
„ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საქართველოს...
1777465797
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძ...
1777463552
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი, EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე, ელევიდისის სარგებელი არ არის დამტკიცებული“
პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები და ევროპასა და აშშ-ში მათი დაშვების პრაქტიკაგანიხილა. მა...
1777463261
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
„კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიცკორელაციაში...
1777462178
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
„მსურს შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - იშვიათ დაავადებებს, მათ შორის თანდაყოლილ და გენეტიკურ პათოლოგიებს, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დიუშენის კუნთოვან...





























