დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ „ლუზერთა“ კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

დათა გვასალია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დადის კარიდან კარზე, ოღონდ მხოლოდ საკუთარ “ბაბლში” და აცხადებს, რომ მათ “ჰერმეტული დემოკრატია” აქვთ.

“ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს.

სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ, რატომღაც მგონია რომ ეს პატივი მას ეკუთვნის - „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი ვერ გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს, მაგრამ ვინც გამოგვაგდო და პოლიტიკური სუტენიორი ვუწოდე, კიდევ ერთს „მეძავიც“ (უფრო პირდაპირ) ვეძახე ახლა ჩემ გვერდით ზის და აქაა. ქვეყნისთვის რას არ იზამს ადამიანი და გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს ღიმილნარევი მზერით გადახედა. ( დარბაზში ტაში)

ნიკა გვარამია - გამარჯობა, მე ნიკა ვარ და მედიაში ყოფნისას დაგროვილი მოსრიალებები მეხმარება პოლიტიკაში მოსალოდნელ 100%-იან მოსრიალებებს რომ გავუმკლავდე, მაგრამ როგორც ერთხელ გითხარით - ესენი კი მეზიზღებიან, მაგრამ ასე დაგვავალეს ზემოდან და რას ვიზამდით აბა?!

გიორგი ვაშაძე - გამარჯობა, მე გიორგი ვარ და მე პოლიტიკური ორიენტირი ძაან არეული მაქვს, დამავიწყდა კიდეც დღეს ჩემს თავს წარმოვადგენ, ნაცებს თუ რაიმე კოალიციას, მაგრამ მთავარია აქ ვარ, ერთი პირადი გამარჯვება მაქვს - აღარ მგონია დაჟინებით რომ პრემიერი გვხდები - როგორც 2020 წელს ვამტკიცებდი (იცინის)

და ასე გაგრძელდა... გამომსვლელები ტრავმებს რა დალევს ))

უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი „კარდაკარი“ ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც სრულდება - ისინი დადიან კარიდან კარზე, ოღონდ საკუთარ ბაბლში, კარებს კი შიგნიდან კეტავენ, რომ შემთხვევით ნამდვილი გამვლელი არ შევიდეს და ეს იდილიური ფარსი არ დაურღვიოს - ვინც შევიდა, ის კი გამოაგდეს.

მოკლედ ჩვენ ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ. უჰაერობა ტრავმებს არ კურნავს მაგრამ ჰაერზე გასვლაც რომ უარესია მათთვის?!”-წერს დათა გვასალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777393633

საზოგადოება

ვოლსკი: ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია

„ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა“, –...

გია ვოლსკი

1777391267

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრა...

ფინეთის პრეზიდენტი

1777390735

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით

დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალ...

შაკო კუჭაშვილი

1777389142

საზოგადოება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზ...

ირინე წაქაძემ

1777387135

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დ...

ირაკლი შატაკიშვილ