ორბანის ოფისი აცხადებს, რომ უნგრეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას განიხილავს
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2021/07/08/2508/viktor-orbani_w_h.jpeg)
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფისმა განაცხადა, რომ უნგრეთი განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებას შეერთებული შტატების ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გერგელი გულიასმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Politico.
„თუ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა გადაწყვეტს, დატოვოს საერთაშორისო ორგანიზაცია, მაშინ, ვფიქრობ, უნგრეთის მთავრობამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, თუკი განიხილავს, გადადგას თუ არა ეს ნაბიჯი
შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის განხილვა“, - აღნიშნა გულიასმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის განკარგულებით შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შესახებ არგენტინის ხელისუფლებამაც განაცხადა.
„[არგენტინის] პრეზიდენტმა [ხავიერ] მილეიმ [საგარეო საქმეთა მინისტრ] ხერარდო ვერტეინს დაავალა, შეწყვიტოს არგენტინის მონაწილეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩვენ, არგენტინელები, არ მივცემთ უფლებას საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს ჩვენს ჯანდაცვაში“ - განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა მანუელ ადორნიმ 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, იუწყება CNN.
1738856243
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება
„თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...
1738849038
ახალი ამბები„ბანერებით ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“, შემდეგ დაბულინგდა, გარე უფროსებისგანაც, შეიძლება, საყვედური მიიღო და მოუწია ბანერის აღება“ - მაჭავარიანი გახარიაზე
„ჩემი ვარაუდით, ამ ბანერებით გიორგი გახარია ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, საერთო გარე უფროსებისგანაც საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, - ამი...